ავტორი:

პროტესტის 106-ე დღე: პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - საავტომობილო გზა კვლავ გადაკეტილია

პროტესტის 106-ე დღე: პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - საავტომობილო გზა კვლავ გადაკეტილია

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.

მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს, პოლიციამ რუსთაველის გამზირი დატოვა.

შეკრებილები სკანდირებენ: “ცეცხლი ოლიგარქიას!”, “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”, “სიმართლისთვის ბოლომდე!”.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები პროტესტის ნიშნად 106-ე დღეა ყოველდღიურად იკრიბებიან უცვლელი მოთხოვნით: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.