ავტორი:

აშშ-ში, ამერიკული ავიახაზების თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა - მგზავრებმა თავის გადარჩენა ფრთაზე გასვლით შეძლეს (ფოტო)

აშშ-ში, ამერიკული ავიახაზების თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა - მგზავრებმა თავის გადარჩენა ფრთაზე გასვლით შეძლეს (ფოტო)

ამერიკული ავიახაზების თვითმფრინავი, რომელსაც 78 მგზავრი გადაჰყავდა, დენვერის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდომის შემდეგ მოულოდნელად აალდა. მგზავრები იძულებულნი გახდნენ თვითმფრინავის ფრთაზე დამდგარიყვნენ, მოგვიანებით კი მათი ევაკუაცია ტრაპით მოხდა.

ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, ბოინგ 737-800, რომელიც ტეხასისკენ მიემართებოდა, აფრენისთანავე გადამისამართდა, რადგან ეკიპაჟის წევრებმა მყისიერად განაცხადეს, რომ ძრავას ძლიერი ვიბრაცია ჰქონდა.

ავიაკომპანიის განცხადებით, 12 მგზავრი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სერიოზული დაზიანება არავის აღენიშნება.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ცეცხლს თან ახლავს ძლიერი დაკვამლიანება.

<blockquote class="twitter-tweet" data-media-max-width="560"><p lang="en" dir="ltr">American Airlines flight 4012 just caught fire at Denver airport <a href="https://t.co/EHIGMAqJjJ">pic.twitter.com/EHIGMAqJjJ</a></p>&mdash; Stone (@flynnstone) <a href="https://twitter.com/flynnstone/status/1900337785250471944?ref_src=twsrc%5Etfw">March 14, 2025</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

წყარო

იხილეთ ასევე: