ევროპა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩები ჩატარდა.
"ლიონმა“ სახლში „სტიაუა“ ისევ დაამარცხა, ამჯერად 4:0 (ბუქარესტში 3:1 მოუგო) და მეოთხედფინალში გავიდა. მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ქართველის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 35 მატჩში 12 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
1/4-ფინალში "ოლიმპიკი" "მანჩესტერს“ დაუპირისპირდება. მომდევნო შეხვედრას კი 16 მარტს ჩაატარებს - ლიგა 1-ის 26-ე ტურში „ჰავრს“ უმასპინძლებს...წყარო