საქართველოში 18 მარტიდან ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი.
"საქართველოში ჯერ ნარჩუნდება მზიანი და უნალექო ამინდი. დასავლეთ საქართველოში, 18 მარტს, საღამოს საათებიდან მოიღრუბლება, დღის ბოლოს უმეტეს რაიონში გაწვიმდება, ტემპერატურა კლებას დაიწყებს. ტემპერატურის კლება მთელი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება. მთაში, ან მაღალ მთაში, მოსალოდნელია 1 გრადუსი.
18 მარტიდან საქართველოში ამინდი იცვლება.დასავლეთ საქართველოში უფრო ადრე დაიწყებს ტემპერატურა კლებას, 19-20 მარტიდან კი აღმოსავლეთ საქართველოსა და დედაქალაქში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ქარის გაძლიერება.
დედაქალაქში 19 მარტიდან დაიწყება ნალექი. კვირის განმავლობაში მთლიან და მაღალმთიან რაიონებში თოვლიც არის მოსალოდნელი“,- აღნიშნა გვაზავამ.