ავტორი:

"დღეს მამიკო გამიცოცხლდა, მარტო მე არა, ჩემს შვილებსაც..." - 25 წლის წინ, ჯერ დაუბადებელი შვილიშვილებისთვის გაგზავნილი წერილი "კვირის პალიტრის" პროექტიდან

"დღეს მამიკო გამიცოცხლდა, მარტო მე არა, ჩემს შვილებსაც..." - 25 წლის წინ, ჯერ დაუბადებელი შვილიშვილებისთვის გაგზავნილი წერილი "კვირის პალიტრის" პროექტიდან

"ჩვენო საყვარელო შვილიშვილებო, ობიექტური მიზეზების გამო არ შეგვიძლია წერილის დაწერის მომენტისთვის, ანუ ძვ. სტილით 2002 წლის 27 დეკემბრისთვის სახელებით მოგმართოთ, მოგესალმებით, მე-20 საუკუნიდან, ნამდვილ 21-ე საუკუნის შვილებს", - ეს არის ფრაგმენტი ვასიკო წულაძის დაწერილი წერილიდან, რომელიც მომავალში, 25 წლის შემდგომ საქართველოში შვილიშვილებს გაუგზავნა და ის პატარა მაქსიმემ და ანნა-მარიამ "კვირის პალიტრის" პროექტის "გზავნილი მომავალში" მეშვეობით დღეს მიიღეს.

მათი დედიკო სალომე გვეუბნება, რომ მამა 2012 წელს გარდაეცვალა და ეს წერილი მისთვის უდიდესი ემოციის მომტანი და საჩუქარია.

სალომე საკუთარი და შვილების ემოციების თაობაზე სოციალურ ქსელშიც წერს.

"ანნა-მარია: ჩვენმა ბაბუკამ ეს წერილი იმიტომ დაწერა, რომ მოვენატრეთ.

მაქსიმე: ბაბუმ იმიტომ დაწერა, რომ ვუყვარვართ, მაშინაც ვუყვარდით, როცა დაბადებული არ ვიყავით

კვირის პალიტრა • kvirispalitra.ge ამ ემოციებისთვის მადლობა ძალიან ცოტაა...დღეს მამიკო გამიცოცხლდა მარტო მე არა, ჩემს შვილებსაც.

არ ვიცი უკვე მერამდენედ წავიკითხე...

პატარა სალომე მამასთან ერთად

ბევრი, ძალიან ბევრი მინდა ვთქვა, მაგრამ არ შემიძლია... ისევ წერილისკენ გამირბის თვალი, ისევ უნდა წავიკითხო, ისევ მოვეფერო ამ ნაწერს...

მადლობა, რომ საუკეთესო მამიკო ხარ მადლობა, რომ ისევ და სულ ჩვენთან ხარ", - წერს სალომე.