ავტორი:

სერიის "კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" ყველა ტომი 10 ლარად - არ გამოგრჩეთ განსაკუთრებული შეთავაზება

სერიის "კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" ყველა ტომი 10 ლარად - არ გამოგრჩეთ განსაკუთრებული შეთავაზება

გამომცემლობა „პალიტრა L”-მა, რომელიც მუდმივად წიგნიერების დონის ამაღლებასა და წიგნზე ხელმისაწვდომობის ზრდას ცდილობს, მკითხველს განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადა. 24-დან 30 მარტის ჩათვლით სერიის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ თითოეული ტომი 1 კვირის განმავლობაში 10 ლარად გაიყიდება. ვისაც სურს სრული სერია ჰქონდეს სახლში ან რომელიმე კონკრეტული ტომი არ აქვს შეძენილი, საოჯახო ბიბლიოთეკის შესავსებად შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევა.

სერიის ფარგლებში გამოცემულია:

  • "უკანა სახლი (დღიური წერილების სახით)", ანე ფრანკი
  • “მხევლის წიგნი”, მარგარეტ ეტვუდი
  • “ქალი ხავერდის ყელსაბამით”, ალექსანდრე დიუმა
  • “არასოდეს გამიშვა”, კაზუო იშიგურო
  • “ნიუიორკული ტრილოგია”, პოლ ოსტერი
  • “ვიდრე ჰხვალ?”, ჰენრიკ სენკევიჩი
  • “სასაკლაო 5”, კურტ ვონეგუტი
  • “პროცესი”, ფრანც კაფკა
  • “ილიადა”, ჰომეროსი
  • “მძიმე დროება”, ჩარლზ დიკენსი
  • “ემა”, ჯეინ ოსტინი
  • “დედის ოთახი”, ნაირა გელაშვილი
  • “ესე იტყოდა ზარატუსტრა”, ფრიდრიხ ნიცშე
  • „მკვდარი სულები“, ნიკოლაი გოგოლი
  • „უვიცი ფილოსოფოსი“, ვოლტერი

სერია „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ გამომცემლობის მასშტაბური პროექტის „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ გაგრძელებაა 15 წლის შემდეგ. კვლავ ფართო საზოგადოების ჩართულობითა და მკითხველის აქტიური მონაწილეობით შეირჩა 15 წიგნი, რომელიც თვეში ერთხელ გამოიცემოდა და განსაკუთრებულ ფასად იყიდებოდა. 17 მარტს სერიის ბოლო ტომი, ვოლტერის „უვიცი ფილოსოფოსი“ გამოიცა და სწორედ ამ მომენტის აღსანიშნავად „პალიტრა L-მა“ გადაწყვიტა, სერიის ყველა წიგნი სააქციო ფასად შეეთავაზებინა მკითხველისთვის.

15-ტომეული მკითხველს საშუალებას აძლევს, ერთი მხრივ, თვალი მიადევნოს თანამედროვე ლიტერატურულ ტენდენციებს და მეორე მხრივ, არ დაივიწყოს კლასიკური ლიტერატურა. დიდი ყურადღებითა და მაქსიმალური ჩართულობით შერჩეულ თითოეულ წიგნზე მკითხველის ინტერესი და გამოხმაურება საკმაოდ მაღალია.

R