ავტორი:

ანტარქტიდაზე, ეკიპაჟის ერთი წევრი დანარჩენებს თავს დაესხა - ბაზიდან დაბრუნებული მეცნიერი საშინელ დეტალებზე საუბრობს: “ძალიან ცოტა არის ამისთვის მზად“

ანტარქტიდაზე, ეკიპაჟის ერთი წევრი დანარჩენებს თავს დაესხა - ბაზიდან დაბრუნებული მეცნიერი საშინელ დეტალებზე საუბრობს: “ძალიან ცოტა არის ამისთვის მზად“

იოჰანესბურგის უნივერსიტეტის გეოლოგი, დოქტორი ჰერმან ვან ნიკერკი ორთვიანი ექსპედიციიდან, რომელიც ანტარქტიდის ბაზაზე, SANAE IV-ში იმყოფებოდა, ახლახან დაბრუნდა. ის მედიასთან საშინელ დეტალებზე საუბრობს.

  • როგორც ცნობილია, იქ ყოფნისას გუნდის ერთ-ერთი წევრი თავს დაესხა ლიდერს და მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მან ასევე ისაუბრა სიცოცხლისთვის საშიშ, ექსტრემალურ პირობებზე, რასაც ყველა ადამიანის ფსიქიკა ვერ გაუძლებს.

თანაგუნდელის "უკიდურესად საგანგაშო" ქცევის შემდეგ, სამხრეთ აფრიკის მეცნიერთა ჯგუფი დახმარებას ითხოვდა.

დოქტორი ჰერმან ვან ნიკერკი, რომელიც ექსპედიციიდან ახლახან დაბრუნდა

„ანტარქტიდა ხშირად რომანტიზებულია, მაგრამ როდესაც ადამიანები იქ აღმოჩნდებიან, ძალიან ცოტა თუ არის ამისთვის მზად. მე იქ სტუდენტები მყავდა - ზოგიერთი მათგანი უბრალოდ ვერ უმკლავდება იზოლაციას, ექსტრემალურ და საშინელ ამინდის პირობებს, პერსპექტივას კარგავ, სითეთრეში დისტანციას ვერ აფასებ,“- განუცხადა ვან ნიკერკმა The Telegraph-ს.

სიტუაცია, რომელიც აღწერილია, როგორც "ნამდვილი საშინელებათა ფილმი", ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა გაუგზავნა კოლეგას. იქ წერდა, რომ ერთ-ერთი სხვა თანაგუნდელი ეკიპაჟის 2 წევრს სასტიკად სცემდა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და სექსუალურად ავიწროებდა. თავდაპირველად აღნიშნული წერილი სამხრეთ აფრიკის გაზეთმა Sunday Times-მა გამოაქვეყნა.

ის კოლეგას ქცევას „უკიდურესად შემაშფოთებელს“ უწოდებდა.

“გამუდმებით იმაზე ვფიქრობ, ვიქნები თუ არა შემდეგი მსხვერპლი“, - წერდა წერილის ავტორი.

ვან ნიკერკმა განმარტა, რომ ეკიპაჟის ყველა წევრი,ბაზაზე გამგზავრებამდე წინასწარ გადის "ფსიქომეტრულ ტესტებს", მაგრამ შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ იმოქმედებს გარემო ადამიანებზე.

  • ეკიპაჟში, 1997 წელს აშენებულ ბაზაზე დეკემბრამდე რჩება. ადგილი სამხრეთ აფრიკიდან 2500 მილის დაშორებით მდებარეობს - გუნდი მოიცავდა ინჟინრებს, მეცნიერებს და ექიმს, თუმცა არავინ იყო პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე.

“იქ არის ექიმი, მექანიკოსი და პერსონალი სამხრეთ აფრიკის ეროვნული კოსმოსური სააგენტოდან. მაგრამ არავინ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე, არავის აქვს ცეცხლსასროლი იარაღი ან რაიმე მსგავსი“, - თქვა ვან ნიკერკმა.

გარდა მომაკვდინებელი სიცივისა, (ტემპერატურა -9F-მდე ეცემა და ქარი 135 მილს/სთ-ს აღწევს), ანტარქტიდის ზამთარი ადამიანებში დეზორიენტაციას იწვევს.

  • მარტიდან, მომდევნო 10 თვის განმავლობაში, ბაზა თითქმის სრულ სიბნელეში იქნება. ამის მიუხედავად, ეკიპაჟი ბაზაზე დეკემბრამდე დარჩება.

”როდესაც დღის სინათლე არ არის, თქვენ ნერვიულობთ იმაზე, რომ ადამიანები სხვადასხვა დროის ციკლში მოხვდნენ, როდესაც ზოგიერთი ადამიანი იღვიძებს, სხვებს სძინავთ. ეს უკიდურესად რთული გარემოა”, - თქვა მან.

  • არსებობს წესები, მაგრამ მათ ყოველთვის არ იცავენ.

“A ბლოკი შეიცავს ლაბორატორიებს, საცხოვრებელ ოთახებს და საავადმყოფოს ფრთას, B ბლოკს აქვს "ბარი, თამაშების ოთახი" და კინოთეატრი, ხოლო C ბლოკი შეიცავს მნიშვნელოვან აღჭურვილობას, როგორიცაა "გენერატორები, შესანახი და წყლის გამწმენდი ნაგებობები", - თქვა მან.

სასადილო ოთახში განთავსებულია ეკიპაჟის წევრების ზოგადი წესების სია, მათ შორის ალკოჰოლის მოხმარების შესახებ რეკომენდაციები.

SANAE IV ბაზა მდებარეობს დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე შორეულ ადგილას, უახლოეს კონტინენტთან გემით სულ მცირე 10 დღის მანძილზეა.

სამხრეთ აფრიკის გარემოს დაცვის მინისტრმა დიონ ჯორჯმა თქვა ამ კვირაში, რომ ჯგუფის წევრის თავდასხმა SANAE IV გუნდის ლიდერზე დადასტურდა და თავდამსხმელმა უკვე მოიხადა წერილობითი ბოდიში.

წყარო