ავტორი:

"როცა ტრამპს ესროლეს, პუტინი ეკლესიაში წავიდა და ილოცა... რუსეთის პრეზიდენტი სახლში ტრამპის პორტრეტს ინახავს" - სტივ უიტკოფი

"როცა ტრამპს ესროლეს, პუტინი ეკლესიაში წავიდა და ილოცა... რუსეთის პრეზიდენტი სახლში ტრამპის პორტრეტს ინახავს" - სტივ უიტკოფი

ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპისთვის ლოცულობდა მას შემდეგ, რაც გასულ წელს, ამ უკანასკნელის მოკვლა სცადეს - ამის შესახებ ტრამპის მთავარმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა.

  • უიტკოფმა, რომელიც ორჯერ ეწვია მოსკოვს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის პირობების მოსაგვარებლად, ამერიკელ ჟურნალისტთან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მეორე შეხვედრისას, პუტინმა ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე თავისი რეაქცია გაიხსენა.

"როდესაც ტრამპს ესროლეს, პუტინი თავის ადგილობრივ ეკლესიაში მივიდა, მღვდელს შეხვდა და პრეზიდენტისთვის ილოცა“, - თქვა უიტკოფმა და დასძინა, რომ ვლადიმერ პუტინი სახლში დონალდ ტრამპის პორტრეტსაც ინახავს, რომელიც მას რუსმა მხატვარმა აჩუქა.

  • მისივე თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტში მთავარ პრობლემას ყირიმი და ე.წ. ოთხი რეგიონი წარმოადგენს.

ჩემი აზრით ამ კონფლიქტში მთავარი პრობლემა ყირიმი და ე.წ. ოთხი რეგიონია: დონბასი, ლუგანსკი და კიდევ ორი. ისინი რუსულენოვანი რეგიონებია და რეფერენდუმები ჩატარდა, სადაც მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ აჩვენა, რომ რუსეთის მმართველობის ქვეშ ყოფნა სურთ. ვფიქრობ, ეს ამ კონფლიქტის მთვარი საკითხია“, - განაცხადა უიტკოფმა.

ამასთან, უიტკოფის თქმით, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და ეს საკითხი უკვე შეთანხმებულია.

"დიახ იქნება. ამაზე უკვე შეთანხმდნენ და უკრაინაში არჩევნები იქნება. ვფიქრობ, ზელენსკი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რაც შეუძლია. ის ძალიან რთულ მდგომაროებაშია, მაგრამ წინააღმდეგობას ბირთვულ სახელმწიფოს უწევს, რომელსაც ოთხჯერ მეტი მოსახლეობა ჰყავს. ახლა შეთანხმების მისაღწევად საუკეთესო დროა და პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია მას საუკეთესო შესაძლო შეთანხმება მისცეს, რასაც კი ოდესმე მიიღებს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

ცნობილი ფაქტია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დიდი ხანია გამოხატავს თავის აღფრთოვანებას პუტინის მიმართ და მას "გენიოსს" და "ძლიერ ლიდერს" უწოდებს.

წყარო