ავტორი:

"ეს ჯარია თუ ბანდა?" - სოლოვიოვის განცხადება, რის გამოც "კადიროველებმა" ბოდიში მოახდევინეს: რა თქვა რუსმა პროპაგანდისტმა

"ეს ჯარია თუ ბანდა?" - სოლოვიოვის განცხადება, რის გამოც "კადიროველებმა" ბოდიში მოახდევინეს: რა თქვა რუსმა პროპაგანდისტმა

რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმერ სოლოვიოვმა ჩეჩენ ჯარისკაცებს და "ახმატის" სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურს, აფტი ალაუდინოვს ბოდიში მოუხადა - საქმე ეხება გადაცემაში სოლოვიოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან ჩეჩენ ჯარისკაცებს "ბანდა" უწოდა.

19 მარტს სოლოვიოვმა თავის გადაცემაში უსაყვედურა ტელებლოგერს და კურსკის რეგიონის ყოფილი გუბერნატორის მრჩეველს, რომან ალეხინს, რომელიც ჯერ "ახმატში ჩაირიცხა და შემდეგ ამტკიცებდა, რომ კონტრაქტი "შეცდომით" დაიდო და "ის უფრო სასარგებლო იქნებოდა სამოქალაქო სექტორში".

ალეხინის გადაწყვეტილების კომენტირებისას სოლოვიოვმა ეთერში განაცხადა: "ეს ჯარია თუ ბანდა?"

  • ამ განცხადებას გამოეხმაურა "ახმატის" მეთაური, აფტი ალაუდინოვი. მან გააკრიტიკა სოლოვიოვი.

ჩეჩნეთის პრესის მინისტრმა, ახმედ დუდაევმა კი სოლოვიოვს "ახსნა-განმარტება" მოსთხოვა, რის შემდეგაც, ამ უკანასკნელმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და ბოდიში მოიხადა.

ცნობისთვის, საზოგადოების ნაწილმა კადიროვის ქვედანაყოფებს მეტსახელად "TikTok-ის ჯარები" შეარქვეს სამოქმედო არეალში გადაღებული და შემდეგ ტიკტოკზე გამოქვეყნებული ვიდეოების გამო.