ავტორი:

მეცნიერებმა უცნაური ბზიკი აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწაზე 99 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა - ის არც ერთ სახეობას არ ჰგავს

მეცნიერებმა  უცნაური ბზიკი აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწაზე 99 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა - ის არც ერთ სახეობას არ ჰგავს

მეცნიერებმა ახლახან პარაზიტული ბზიკის უცნაური სახეობა აღმოაჩინეს. ის დედამიწაზე 99 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, ზუზუნებდა და გამომუშავებული ჰქონდა უცნაური მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევდა სხვა არსებებისთვის ერთგვარი ხაფანგი დაეგო და აიძულებინა ისინი, მათ სხეულში დაეტოვებინა შვილები.

პალეონტოლოგებმა ცარცულ ქარვაში გაქვავებული ბზიკის 16 ნიმუში შეისწავლეს.

უცნობ სახეობას, რომელსაც Sirenobethylus charybdis ჰქვია, ჰქონდა ბუზის მსგავსი სტრუქტურა მუცელზე, რაც სავარაუდოდ, მას სხვა მწერების დაჭერის საშუალებას აძლევდა.

"როდესაც პირველ ნიმუშს შევხედე, მუცლის წვერზე გაფართოება შევნიშნე და ვიფიქრე, რომ ეს ჰაერის ბუშტი უნდა ყოფილიყო. საკმაოდ ჩვეულებრივია ჰაერის ბუშტების დანახვა ქარვისფერი ნიმუშების გარშემო, მაგრამ შემდეგ გადავხედე კიდევ რამდენიმე ნიმუშს და მივხვდი,რომ ეს რეალურად მწერის ნაწილი იყო", - თქვა კვლევის თანაავტორმა ლარს ვილჰელმსენმა.

ვილჰელმსენმა და კოლეგებმა Capital Normal University-ში პეკინში დაადგინეს, რომ სტრუქტურა სხვადასხვა ნიმუშებში, სხეულის სხვადასხვა პოზიციებზე არსებობდა.

”ზოგჯერ ქვედა სარქველი, როგორც ჩვენ მას ვუწოდებთ, ღიაა და ზოგჯერ დახურულია. ეს აშკარად მობილური სტრუქტურა იყო და რაღაცის დასაჭერად გამოიყენებოდა”, - თქვა ვილჰელმსენმა.

  • კვლევის თანახმად, დღეს ბუნებაში არსებული უახლოესი ანალოგი არის მტაცებელი მცენარე ვენერას ბუზიჭერია, რომელიც მწერებს ფოთლებში იტყუებს, კეტავს ფოთლებს და შემდეგ მათ ინელებს.

ვენერას ბუზიჭერია

თუმცა, მკვლევრები ვარაუდობდნენ, რომ ბზიკი ამ მექანიზმით მწერებს არ კლავდა, არამედ ამწყვდევდა სხვა მწერებს და მათ სხეულში საკუთარ კვერცხებს უშვებდა. პარაზიტული ლარვები კი უკვე გათავისუფლებული მსხვერპლის ორგანიზმში აგრძელებდნენ ცხოვრებას.

მსგავსი, თუმცა არა იდენტური, ქცევა შეინიშნება პარაზიტოიდური ბზიკების ცოცხალ სახეობებს შორის.

წყარო

იხილეთ ასევე: