ავტორი:

“დამდევენ რატომ არ ითხოვ კადრების გასაჯაროებასო: ანუ მე უნდა მოვითხოვო ჩემი ძალადობრივი გაშიშვლების კადრების გასაჯაროება, ის არ მეყო - ახლა კიდევ უნდა სამყაროს ვაყურებინო“ - ელენე ხოშტარია

“დამდევენ რატომ არ ითხოვ კადრების გასაჯაროებასო: ანუ მე უნდა მოვითხოვო ჩემი ძალადობრივი გაშიშვლების კადრების გასაჯაროება, ის არ მეყო - ახლა კიდევ უნდა სამყაროს ვაყურებინო“ - ელენე ხოშტარია

“შეიგნეთ და გაიგეთ, არ ვთანამშრომლობ არც შსს-სთან, არც სასამართლოსთან, არც პარლამენტთან, არც რაჟდენთან, არც კომისიებთან და საერთოდ არცერთ რუს არალეგიტიმურ წარმონაქმნთან - ნუ ფაფხურობთ, მაინც ვერაფერს დამაკლებთ“, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია წერს.

როგორც ხოშტარიამ განმარტა, მას ეკითხებიან, თუ რატომ არ ითხოვს მისი დაკავების შესახებ კადრების გასაჯაროებას.

"პოლიციაში ძალადობა და დამამცირებელი მოპყრობა არ აკმარეს "ქოცებმა“. ახლა მომიქსიეს პროპაგანდისტული არხები, კუდში დამდევენ და რატომ არ ითხოვ კადრების გასაჯაროებასო.

ანუ მე უნდა მოვითხოვო ჩემი იძულებითი და ძალადობრივი გაშიშვლების კადრების გასაჯაროება ანუ ის არ მეყო, ახლა კიდევ უნდა სამყაროს ვაყურებინო. ყოჩაღ, კარგად მოგიფიქრებიათ.

  1. შსს- საკუთარ განცხადებაში, ფაქტობრივად, დაადასტურა ფაქტი და მეტიც, აქეთ გადაწყვიტა ჩირქის მოცხება და მოიგონა რაღაც წამალი, რითაც გაშიშვლების ახსნა მოუნდათ.
  2. შეიგნეთ და გაიგეთ, არ ვთანამშრომლობ არც შსს-სთან, არც სასამართლოსთან (არცერთზე არ ვყოფილვარ), არც პარლამენტთან, არც რაჟდენთან, არც კომისიებთან და საერთოდ არცერთ რუს არალეგიტიმურ წარმონაქმნთან.
  3. ნუ ფაფხურობთ, მაინც ვერაფერს დამაკლებთ და მაინც დაისჯებით ყველა ფაქტისთვის და ყველა ადამიანის ღირსების შელახვისთვის“, - წერს ხოშტარია "ფეისბუქზე“.