ავტორი:

ჯასტინ ტიმბერლეიკი საქართველოში კონცერტს გამართავს - როდის დაიწყება ბილეთების გაყიდვა

ჯასტინ ტიმბერლეიკი საქართველოში კონცერტს გამართავს - როდის დაიწყება ბილეთების გაყიდვა

მსოფლიო სუპერვარსკვლავი, ჯასტინ ტიმბერლეიკი საქართველოში კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბექს სი არენა“ ავრცელებს.

ორგანიზატორების ცნობით, სუპერვარსკვლავი ქართველი მსმენელის წინაზე 23 ივლისს, „დინამო არენას“ სტადიონზე წარდგება.

  • ბილეთების გაყიდვა 8 აპრილს, 12:00 საათიდან დაიწყება ვებ-გვერდზე TKT.ge/JustinTimberlake, ხოლო მხოლოდ Starring Card-ის მფლობელებისთვის 7 აპრილს, 12:00 საათიდან.

„Starring Georgia-ს ფარგლებში ქართველი მსმენელი უკვე განებივრებულია მსოფლიო დონის ვარსკვლავებით, მაგრამ ჯასტინ ტიმბერლეიკი პოპ მუსიკის ისტორიის კიდევ სხვა ფურცელია, რომელიც აუცილებლად უნდა გამხდარიყო ჩვენი პროექტის ნაწილიც“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯასტინ ტიმბერლეიკი ამერიკელი პოპ და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი, სიმღერის ტექსტების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი, მოცეკვავე და მსახიობია. ის პოპულარული გახდა როგორც პოპულარული "ბოიბენდის" - 'N Sync-ის სოლისტი. 2002 წელს მან გამოუშვა თავისი სადებიუტო სოლო ალბომი Justified, რომლის მსოფლიო მასშტაბით შვიდ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ჯასტინ ტიმბერლეიკი 10 „გრემის“ ჯილდოს მფლობელი და „ოსკარის“ ნომინანტია.