ავტორი:

ბადრი ჯაფარიძეს სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

ბადრი ჯაფარიძეს სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

"ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს, რომელიც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზეა" ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მისივე გადაწყვეტილებით, გირაოს შეტანის ვადად 50 დღე განისაზღვრა.

  • დღევანდელ სასამართლო პროცესზე ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულის მიმართ 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ხაზარაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც.

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ, ჯაფარიძემ ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა.

გამოკითხვის შემდეგ ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.