პსჟ-მ "პარკ-დე-პრენსზე" (48 229) "ანჟეს" უმასპინძლა, დაამარცხა და ჩემპიონობაც გაიფორმა. პარიზულმა კლუბმა, რომლის რიგებში ხვიჩა კვარაცხელია ირიცხე,ა შიდა ტურნირებზე ყველანაირი რეკორდი მოხსნა.
ბოლო ორი მატჩია, ლუის ენრიკეს ბიჭებს პირველ ტაიმში ჩავარდნა აქვთ და "ასტონ ვილასთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წინ ეს კარგი გაკვეთილი იყო.
მასპინძელთა გარემარბი კვარაცხელია ვირუსული ინფექციის შემდეგ დაბრუნდა და თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.
მასპინძელთა გარემარბი კვარაცხელია ვირუსული ინფექციის შემდეგ დაბრუნდა და თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. დებიუტში ის მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, განივი გადაცემა გააკეთა, მაგრამ ბურთს მეკარე ფოფანა დაეუფლა. დედაქალაქელები ბევრს უტევდნენ, ხვიჩა აქტიურობდა, ფლანგებს იცვლიდა, მისი პასი შემდეგ რამუშმა ვერ უწია მიზანს, ვიტინიას გატანა ფოფანამ არ დაანება და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. საბოლოოდ მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
მეორე ტაიმი პარიზელების შეტევით დაიწყო და მალევე, 55-ე წუთზე ანგარიში დუომ, "კვარას" ასისტით გახსნა.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და ლუის ენრიკეს გუნდმა გამარჯვება მოიპოვა.
კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და მის ანგარიშზე პსჟ-ში ყველა ტურნირზე 16 მატჩში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
„პარი სენ ჟერმენი“ 9 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „ასტონ ვილას“ უმასპინძლებს.
იხილეთ ასევე: