ავტორი:

“თბილისთან ბევრი რამ მაკავშირებს...“ - რუსი ტელეწამყვანი, რომელსაც "ოკუპაციის შესახებ" კანონი დარღვეული აქვს, საქართველოში იმყოფება: ქსენია ბოროდინა გამომწერებს ბათუმიდან მიმართავს

“თბილისთან ბევრი რამ მაკავშირებს...“ - რუსი ტელეწამყვანი, რომელსაც "ოკუპაციის შესახებ" კანონი დარღვეული აქვს, საქართველოში იმყოფება: ქსენია ბოროდინა გამომწერებს ბათუმიდან მიმართავს

საქართველოში იმყოფება რუსი ტელეწამყვანი ქსენია ბოროდინა. როგორც ცნობილია, ის თბილისში მეორედ იმყოფება. პირველად ბოროდინა თბილისს 2022 წელს ეწვია.

ბოროდინა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ თბილისისა და ბათუმის არაერთი ნაცნობი ადგილიდან, თავის ინსტაგრამზე ფოტო/ვიდეო მასალას აქვეყნებს.

“მსურს გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილება საქართველოს შესახებ. თბილისში პირველად არ ვარ, მასთან ბევრი რამ მაკავშირებს. აქ დაიბადა და გარდაიცვალა მამაჩემი.

მისი სამშობლოს შესახებ ისტორიებს ბავშვობიდან ვისმენდი და და სულ ვოცნებობდი აქ მოხვედრაზე.

ხოლო ბათუმში პირველად ვიყავი და აი რისი თქმა მინდა - ბათუმში ვიხილე ულამაზესი ხედები, საუცხოო შენობები, ლამაზი ზღვა და მთები. ქალაქი მყუდრო და წყნარია, ხოლო ქართველები ძალიან სტუმართმოყვარეები არიან.

ყველა მზად რომ დაგეხმაროს და პასუხი გაგცეს კითხვებზე,“ - წერს ბოროდინა ინსტაგრამზე.

  • ის ქალაქს ზღაპარს ადარებს და აღნიშნავს, რომ ბათუმში მისი მშობლებისთვის ბინის შეძენას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, საქართველოში ჩამოსვლამდე, ის ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა, და შესაბამისად, ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი აქვს დარღვეული.

2022 წელს ქსენია ბოროდინამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არც კი იცოდა ასეთი კანონის არსებობის შესახებ და საზღვარზე მას თბილად დახვდნენ.

"არა, არანაირი კითხვები [საზღვარზე], მშვიდად შემოვედი, ძალიან გულითადად შეგვხვდნენ, ძალიან სასიამოვნოდ. როდესაც გავაჟღერე [რუსეთში], რომ აქ მოვდიოდი, მითხრეს, რომ შეიძლება ყოფილიყო რაღაც პრობლემები, თუმცა არანაირი პრობლემა არ ყოფილა, ყველაფერი კარგადაა.

დიახ, ვიყავი აფხაზეთში, დავარღვიე [კანონი]? რატომ? მე არ ვიცი ამის შესახებ. ახლოს ვიყავი, მეგობრებთან ერთად ვმოგზაურობდი და წავედით აფხაზეთში. საზღვარზე ამის შესახებ კითხვა არ დაუსვამთ. აფხაზეთში გავლით ვიყავი", - თქვა მან 2022 წელს ჟურნალისტებთან საუბარში.

  • საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისა და ნებართვის გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. არაერთგზის ჩადენილი იგივე ქმედება კი 3-დან 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.

იხილეთ ასევე: