ავტორი:

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ასაკოვანი ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - რა ხდება ამ დროისთვის ცნობილი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ასაკოვანი ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - რა ხდება ამ დროისთვის ცნობილი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში ასაკოვანი ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, 71 წლის ქალის ცხედარი 6 აპრილს, საღამოს ნახეს. მეზობლები ამბობენ, რომ ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ნახეს სისხლის კვალიც.