ავტორი:

წიგნები, რომლებსაც "თბილისის წიგნის ბაზრობაზე" აღმოაჩენთ

წიგნები, რომლებსაც "თბილისის წიგნის ბაზრობაზე" აღმოაჩენთ

10-დან 13 აპრილის ჩათვლით, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში ლიტერატურული დღესასწაული „თბილისის წიგნის ბაზრობა“ გაიმართება, სადაც მკითხველს განსაკუთრებული ფასდაკლებები, ბესტსელერები და უნიკალური სიახლეები დახვდება.

წელს „თბილისის წიგნის ბაზრობაზე“ შეხვდებით ქართველი და უცხოელი ავტორების უახლეს გამოცემებს, რომლებიც ყველა გემოვნების მკითხველზეა მორგებული: კლასიკური ლიტერატურა, თანამედროვე პროზა, სათავგადასავლო და საბავშვო წიგნები — ყველაფერი, რაც შეიძლება დაგჭირდეთ თქვენთვის ან საჩუქრად.

„თბილისის წიგნის ბაზრობის“ განსაკუთრებული უპირატესობაა დიდი ფასდაკლებები და ექსკლუზიური შეთავაზებები. ეს შესანიშნავი შანსია, განაახლოთ თქვენი ბიბლიოთეკა, შეიძინოთ წიგნები ბავშვებისთვის, შეურჩიოთ საჩუქრები საყვარელ ადამიანებს და ამავდროულად, დაზოგოთ ბიუჯეტი.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება – ლიტერატურული სიახლეები, რომლებიც პირველად გელოდებათ ბაზრობაზე:

„იკითხე კლასიკა“ სერიის სიახლეები:

  • კურტ ვონეგუტი – გალაპაგო
  • სისიმენონი – შავკანიანთა კვარტალი
  • კურტ ვონეგუტი – ჟამთაძვრა

ქალების ხმა ლიტერატურაში:

  • შარლოტ ბრონტე – შერლი (ცხოვრება ქალების კალმით)
  • თეონა დოლენჯაშვილი – მემფისი
  • ნათია ჟვანია – თანამედროვე გოგონები წარსულიდან
  • თაკო წულაია – არაფერი არ გვემართება(იკითხე ქართული XXI)

ქართული დრამატურგია:

  • ბასა ჯანიკაშვილი – მშვიდობით, თემურ (პიესა)

წლის ბესტსელერები:

  • ლუის კენედი – შეცოდებანი
  • ფრედრიკ ბაკმანი – და ყოველ დილით სულ უფრო გრძელდება გზა შინისკენ

საინტერესო ტრილერები და თარგმანები:

აგათა კრისტი- სიკვდილი აუზთან

ისააკ ბაშევის ზინგერი – The Slave (ლიტერე)

ფრიდა მაკფადენი მოახლე – ტოპ ტრილერი

„თბილისის წიგნის ბაზრობა“ – ეს არის მკითხველისა და წიგნების შეხვედრის ადგილი!

R