ავტორი:

“დღეს საქართველოში მხოლოდ სამი მექანიზმი მუშაობს: ძალადობა, ძარცვა და პროპაგანდა“ - გიორგი ვაშაძე

“დღეს საქართველოში მხოლოდ სამი მექანიზმი მუშაობს: ძალადობა, ძარცვა და პროპაგანდა“ - გიორგი ვაშაძე

“ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა ყოველდღე ერთსა და იმავეს იმეორებს - თითქოს ქვეყანაში მშვიდობა და განვითარებაა. სინამდვილეში კი, რაც დრო გადის, საქართველო უფრო დაუცველი, იზოლირებული და მიტოვებული ხდება“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, დღეს საქართველოში მხოლოდ სამი მექანიზმი მუშაობს - “ძალადობა, ძარცვა და პროპაგანდა”.

„ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა ყოველდღე ერთსა და იმავეს იმეორებს -თითქოს ქვეყანაში მშვიდობა და განვითარებაა. სინამდვილეში კი, რაც დრო გადის, საქართველო უფრო დაუცველი, იზოლირებული და მიტოვებული ხდება.

დღეს საქართველოში მხოლოდ სამი მექანიზმი მუშაობს - ძალადობა, ძარცვა და პროპაგანდა. რა მოუტანა ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანას? - მეტი დაუცველობა, მეტი სიღარიბე და ხალხის გაღატაკება, მეტი კრიზისი, ქაოსი, სანქციები და საერთაშორისო იზოლაცია.

რეჟიმს აშკარა ბზარები გაუჩნდა - ეს უსისტემო გადაადგილებები და თანამდებობებზე კარუსელი აჩვენებს ერთ რამეს: პროტესტი მუშაობს. სანქციები ჭრის. რეჟიმი ირყევა.

ჩვენ მივდივართ მხოლოდ წინ! ჩვენი გზა - თავისუფლება, დაცულობა და განვითარება. მათი გზა - შიში, სიღარიბე და დაუცველობა”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.