საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურის შეხვედრაში "პსჟ"-მ "ანჟე" 1:0 დაამარცხა და ჩემპიონობა 6 ტურით ადრე გაიფორმა. პარიზული გუნდის ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ გავიდა, რომელიც დეზირე დუემ დააგვირგვინა.
ქართველი ფეხბურთელი Sofascore-მა ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა, სადაც ყველაზე მაღალი შეფასება აქვს.
მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" რიგებში იტალიის ჩემპიონობის შემდეგ, უკვე მეორე ქვეყნის - საფრანგეთის ჩემპიონიც გახდა.
"კვარას" ჩემპიონობას ნეაპოლშიც ეხმიანებიან.
Areanapoli წერს, რომ "სკუდეტოს" მოგება სულ სხვა რამ იყო...
"კვარამ“ საფრანგეთში სკუდეტო მოიგო და მიხვდა, არავითარი შედარება არ არის იმ წარმატებასთან, რასაც იტალიაში ორი წლის წინ სპალეტის გუნდში მიაღწია. "პარი სენ ჟერმენმა“ კატარული ინვესტიციების წყალობით ექვსი ტურით ადრე გაინაღდა პირველობა. ხვიჩა პარიზულმა კლუბმა 70 მილიონ ევროდ შეიძინა, ამის მიღწევას რამდენიმე თვე ცდილობდა და ნეაპოლელი გულშემატკივრები გაწბილებული დატოვა. კონტე მის შენარჩუნებას ამაოდ ცდილობდა“. გააგრძელეთ კითხვა
იხილეთ ასევე: