ავტორი:

აშშ-ში ქარიშხალს, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში ქარიშხალს, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში ქარიშხალს, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

  • NBC News-ის ცნობით, წყალდიდობამ და ქარიშხალმა, რომელიც აშშ-ში რამდენიმე დღეა გრძელდება, ყველაზე მეტი 10 ადამიანი ტენესის შტატში იმსხვერპლა.

ასევე, ძლიერ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა მისურის, კენტუკის, ჯორჯიის, ინდიანას, არკანზასისა და მისისიპის შტატებში.

ბოლო ხუთი დღის განმავლობაში აშშ-ის 10 შტატში 93 ტორნადო დაფიქსირდა.