ავტორი:

"შვილთან დღესაც ვსაუბრობ, რომ უცხოეთში მოუწევს განათლების მიღება, რაც ჩემს მეუღლეში ხანდახან გაღიზიანებას იწვევს" - რას ამბობდა 2022 წელს თეა წულუკიანი

"შვილთან დღესაც ვსაუბრობ, რომ უცხოეთში მოუწევს განათლების მიღება, რაც ჩემს მეუღლეში ხანდახან გაღიზიანებას იწვევს" - რას ამბობდა 2022 წელს თეა წულუკიანი

ინტერნეტში აქტიური გახდა წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის 2022 წლის ინტერვიუ, რომელშიც ის თავისი შვილის შესახებ საუბრობს.

  • გადაცემა “დღის პოსტში“ წულუკიანმა განაცხადა, რომ გეგმავს მის შვილს განათლება საზღვარგარეთ მისცეს. მან ასევე აღნიშნა, რომ მეუღლე ამის წინააღმდეგია.

"- შვილი ახსენეთ, ურჩევთ თუ არა, როდესაც ის გაიზრდება საზღვარგარეთ განათლების მიღებას და მის პროფესიულ არჩევანში თუ მიიღებთ მონაწილეობას? - ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ თეა წულუკიანმა განმარტა, რომ ამაზე 5 წლის ასაკიდან ესაუბრება:

- ამ თემაზე მასთან [შვილთან] დღესაც ვსაუბრობ, რომ უცხოეთში მოუწევს წასვლა და განათლების მიღება, რაც გაღიზიანებას იწვევს ხანდახან ჩემს მეუღლეში. ის მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება იყოს გარკვეული პრობლემა, რომ უკან აღარ დაბრუნდეს და ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი.

მე მიმაჩნია, რომ პირიქით, დღეიდან უნდა ვისაუბროთ იმაზე თუ რა გვინდა, რა მოგვეწონებოდა, ისე, რომ შემდეგ დამოუკიდებლად შეძლოს საკუთარი აზრის ფორმირება და ეს არ ჩაითვალოს ჩარევად.

მე ვერ მეცოდინება მასზე უკეთესად, თუ რა სურს. ის უნდა შევაიარაღო ცოდნით, ინფორმაციით და შემდეგ თვითონ გადაწყვეტს რა ჯობს.

სამწუხაროდ, ვატყობ, რომ უკვე აქვს პროტესტის განცდა ფრანგულისადმი. უცნაურია ამ ასაკში... მე რომ კარგად ვიცი ფრანგული, მას აქვს განცდა რომ არ სჭირდება ფრანგული - შენ თუ იცი, შენ იცოდე: მეუბნება 5 წლის ასაკში.

დღეს, აბსოლუტურად, სხვა თაობა გვაქვს სახეზე და კეთილი უნდა ვინებოთ, შევეგუოთ ამ რეალობას,“ - აღნიშნავს წულუკიანი.