საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და უცნობ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
კერძოდ, ისინი მობილიზებული არიან 9 აპრილის ქუჩაზე და თავისუფლების მოედანზე.
ერთ-ერთი პოლიციელის განმარტებით, მათი აქ ყოფნის მიზეზი მხოლოდ მოქალაქეების და წესრიგის დაცვაა.
პარალელურად, აქცია გრძელდება საქართველოს პარლამენტის წინ, სადაც შეკრებილმა მოქალაქეებმა ღამე გაათენეს. აქციის მონაწილეებს ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ რუსთაველის გამზირი. მათ 9 აპრილის მემორიალი ჯაჭვით აქვს შემოსაზღვრული.
მოქალაქეების ნაწილმა ღამე საქართველოს პარლამენტთან გაათენეს. ისინი ადგილზე ამ დრომდე რჩებიან. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ რუსთაველის გამზირი.
მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ, რომელმაც ღამე აქციის მონაწილეებთან ერთად გაათენა, მოქალაქეებს მოუწოდა, რომ „პარლამენტის ტერიტორიაზე პოლიციის მობილიზაცია შეინიშნება და იმ შემთხვევაში თუ ისინი აქციის მონაწილეებისკენ წავლენ, გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლონ და ტროტუარზე, 9 აპრილის მემორიალთან გადაინაცვლონ“.
„არავითარი წინააღმდეგობა ჯერჯერობით, ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთოთ აქ“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
„ბოლომდე, ბოლომდე“, „საქართველო“- სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
ამ დროისთვის სამართალდამცავების რამდენიმე ჯგუფია მობილიზებული ქაშვეთთან და პარლამენტის უკანა შესასვლელთან.