ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში პსჟ "ასტონ ვილას" მასპინძლობს.
პარიზული გუნდი მოედანზე ასეთი შემადგენლობით გამოვიდა:
- დონარუმა, ჰაკიმი, ბერალდო, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, კვარაცხელია, დუე, დემბელე.
პირველ ტაიმშიუფრო მეტს უტევდა პსჟ, ბურთს ფლობდა პარიზული გუნდი, თუმცა პირველი გოლი ასტონ ვილამ გაიტანა. მატჩის 35-ე წუთზე მორგან როჯერსმა იური ტილემანსის გადაცემა გოლად აქცია და ანგარიში გაიხსნა.
პსჟ-ს სულ რამდენიმე წუთში გაათანაბრა ანგარიში. პარიზელების 18 წლის ფეხბურთელმა, დეზირე დუემ ულამაზესი გოლი გაიტანა მატჩის 39-ე წუთზე და ანგარიში გაათანაბრა.
- მეორე ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში საკუთარ თავზე აიღო და მატჩის 49-ე წუთზე ულამაზესი გოლით პსჟ დააწინაურა და ანგარიში 2-1 გახდა.