ავტორი:

კვარაცხელიას მასტერკლასი და ულამაზესი გოლი - პსჟ-მ პარიზში "ასტონ ვილა" დაამარცხა (ვიდეო)

კვარაცხელიას მასტერკლასი და ულამაზესი გოლი - პსჟ-მ პარიზში "ასტონ ვილა" დაამარცხა (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში პსჟ-მ "ასტონ ვილას" უმასპინძლა და ანგარიშით - 3-1 დაამარცხა

პარიზული გუნდი მოედანზე ასეთი შემადგენლობით გამოვიდა:

  • დონარუმა, ჰაკიმი, ბერალდო, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, კვარაცხელია, დუე, დემბელე.უფრო მეტს უტევდა პსჟ,

უპირატესობას საწყისი წუთიდანვე პარიზული გუნდი ფლობდა, თუმცა პირველი გოლი "ასტონ ვილამ" გაიტანა. მატჩის 35-ე წუთზე მორგან როჯერსმა იური ტილემანსის გადაცემა გოლად აქცია და ანგარიში გაიხსნა.

პსჟ-მ სულ რამდენიმე წუთში გაათანაბრა ანგარიში. პარიზელების 18 წლის ფეხბურთელმა, დეზირე დუემ ულამაზესი გოლი გაიტანა მატჩის 39-ე წუთზე და ანგარიში გაათანაბრა.

  • მეორე ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში საკუთარ თავზე აიღო და მატჩის 49-ე წუთზე ულამაზესი გოლით პსჟ დააწინაურა და ანგარიში 2-1 გახდა.

დამატებით დროში, 92-ე წუთზე პარიზულმა კლუბმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა - ნუნუ მენდეშმა საბოლოო წერტილი დასვა და მატჩი ანგარიშით 3-1 დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელია კი პსჟ-"ასტონ ვილას" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა