ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში პსჟ-მ "ასტონ ვილას" უმასპინძლა და ანგარიშით - 3-1 დაამარცხა.
პსჟ-მ სულ რამდენიმე წუთში გაათანაბრა ანგარიში. პარიზელების 18 წლის ფეხბურთელმა, დეზირე დუემ ულამაზესი გოლი გაიტანა მატჩის 39-ე წუთზე და ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში საკუთარ თავზე აიღო და მატჩის 49-ე წუთზე ულამაზესი გოლით პსჟ დააწინაურა და ანგარიში 2-1 გახდა.
დამატებით დროში, 92-ე წუთზე პარიზულმა კლუბმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა - ნუნუ მენდეშმა საბოლოო წერტილი დასვა და მატჩი ანგარიშით 3-1 დასრულდა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი ხვიჩა კვარაცხელია გახდა.
მატჩს არაერთი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის კი იყო დიდი ბრიტანეთის პრინცი უილიამი, შვილთან, პრინც ჯორჯთან ერთად. უილიამი "ასტონ ვილას" გულშემატკივარია და საყვარელ გუნდს ის ემოციურად გულშემატკივრობდა.
ბრიტანელმა პრინცებმა პარიზი არც ისე კარგ ხასიათზე დატოვეს.
თამაშს ასევე ესწრებოდა ბრაზილიელი სუპერმოდელი ადრიანა ლიმა, რომელიც პსჟ-ს გულშემატკივარია