ჩინეთი აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფებს 125%-მდე გაზრდის. ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება ძალაში ხვალიდან შევა.
"მაშინაც კი, თუ აშშ კიდევ უფრო მაღალ ტარიფებს დააწესებს, ამას აღარ ექნება არანაირი ეკონომიკური მნიშვნელობა და მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში ხუმრობად შევა. თუ აშშ ტარიფებთან რიცხვების თამაშს გააგრძელებს, ჩინეთი არ უპასუხებს“, - ნათქვამია ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფებს 125%-მდე გაზრდა ტრამპის მიერ ჩინურ საქონელზე გადასახადის 145%-მდე გაზრდის გადაწყვეტილებაზე საპასუხო რეაქცია იყო.