რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა - საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა - საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალაქეებმა, რომლებიც უკვე 135-ე დღეა ყოველდღიურად იკრიბებიან, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.

პარლამენტთან შეკრებილებს აქციის ის მონაწილეები შეუერთდებიან, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველ შენობასთან არიან შეკრებილები.

შეგახსენებთ, მოქალაქეები უკვე 4 თვეზე მეტია ითხოვენ: ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას.