ხუთშაბათს, ნიუ-იორკში, ჰუდსონის მდინარეში ტურისტების ოჯახის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა - გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ბავშვს პარასკევს დღეს 9 წელი შეუსრულდებოდა. ოჯახმა ვერტმფრენი სწორედ მისი დაბადების დღის აღსანიშნავად დაიქირავა. გავრცელდა ბავშვის ფოტოც, რომელიც ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით არის გადაღებული. (იხ. მთავარი ფოტო)
ინტერნეტში ოჯახის წევრების ფოტოებიც ვრცელდება. ამაღელვებელი კადრები, რომელიც New York Helicopter Tours-ის ვებსაიტზე გამოქვეყნდა, ავარიამდე 16 წუთით ადრეა გადაღებული.
კატასტროფა ხუთშაბათს, 15:15 საათზე მოხდა. შედეგად, აგუსტინ ესკობარი, მისი მეუღლე მერს კამპრუბი მონტალი და მათი მცირეწლოვანი შვილები დაიღუპნენ.
ავარიის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ექსპერტების თქმით, სავარაუდოდ, როტორის პირები თვითმფრინავს გამოეყო და კუდის მონაკვეთს დაეჯახა.