რამდენიმე დღეა, საქართველოში ამინდი გაუარესდა. ქვეყნის რამდენიმე რეგიონში დილიდან თოვს. თოვლი მოვიდა როგორც მაღალმთიან რაიონებში, ასევე დაბლობში. თოვს რაჭაში, სვანეთში, აჭარაში, იმერეთის რამდენიმე სოფელში, ასევე შიდა ქართლში.
"17 აპრილამდე საქართველოში გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. სავარაუდოდ 17 აპრილიდან გამოიდარებს და აღდგომის დღეებში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გასათვალისწინებელია, რომ ამინდის პროგნოზის დაზუსტება ყოველდღიურად ხდება" - აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ AMBEBI.GE-სთან საუბრისას.
ვიდეო: რიკოთის უღელტეხილი დღეს
როგორია პროგნოზი რეგიონების მიხედვით?
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 12 აპრილს გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. 13-14 აპრილს შედარებით გამოიდარებს და +14,+16 გრადუსამდე დათბება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 12 აპრილს გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. 13-14 აპრილს შედარებით გამოიდარებს და +16,+18 გრადუსამდე დათბება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 12 აპრილს დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 13-14 აპრილს +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 12 აპრილს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +0, +5 გრადუსი დაფიქსირდება. 13-14 აპრილს გამოიდარებს და ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება.