ავტორი:

აშშ-ის ტარიფები სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და ჩიპებზე აღარ გავრცელდება - ახალი გადაწყვეტილება

აშშ-ის ტარიფები სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და ჩიპებზე აღარ გავრცელდება - ახალი გადაწყვეტილება

აშშ-ის ახალი ტარიფები სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და ჩიპებზე აღარ გავრცელდება. ამის შესახებ აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო სამსახურის ახალ განკარგულებაშია აღნიშნული.

  • განკარგულების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ახალი ტარიფები არ გავრცელდება სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებსა და კომპონენტებზე, მათ შორის ნახევარგამტარებზე, მზის ბატარეებზე, ბრტყელ სატელევიზიო ეკრანებზე, ფლეშ ბარათებზე, მეხსიერების ბარათებსა და ბარათებზე, რომლებიც მონაცემების შენახვისთვის გამოიყენება.

ცნობისთვის, 11 აპრილს გამოქვეყნებული ეს განკარგულება მოჰყვა აქამდე ტრამპის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ გამოცხადებულ 145%-იან ტარიფებს, რაც უარყოფითად აისახებოდა ტექნოლოგიურ კომპანიებზე, მაგალითად Apple-ზე, რომელიც iPhone სმარტფონებსა და სხვა პროდუქციის უმრავლესობას ჩინეთში აწარმოებს.