ავტორი:

საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვინც "თბილისის წიგნის ბაზრობაზე" წასვლა ვერ მოახერხა

საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვინც "თბილისის წიგნის ბაზრობაზე" წასვლა ვერ მოახერხა

ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი 10-13 აპრილის ჩათვლით, „თბილისის წიგნის ბაზრობას“ მასპინძლობდა. ლიტერატურულ სივრცეში წარმოდგენილი იყო ბესტსელერი წიგნები, ახალი გამოცემები, ჟანრების მრავალფეროვნება, დიდი ფასდაკლებები, სხვადასხვა სიურპრიზები და განსაკუთრებული შეთავაზებები.

თუ თბილისის წიგნის ბაზრობაზე წასვლა ვერ მოახერხეთ, გული არ გაიტეხოთ - წიგნის ბაზრობა ვირტუალურად გაგრძელდება!

საიტზე www.palitral.ge 16 აპრილამდე შეძლებთ ისარგებლოთ იგივე პირობებით, რაც წიგნის ბაზრობაზე იყო წარმოდგენილი.

რას აღმოაჩენთ წიგნების ონლაინ-ბაზრობაზე?

საიტზე ფასდაკლებით დაგხვდებათ მრავალფეროვანი არჩევანი სხვადასხვა გემოვნების მკითხველისთვის:

  • თანამედროვე ქართველი ავტორების შემოქმედება;
  • ქართულ ენაზე თარგმნილი მსოფლიო ბესტსელერები;
  • კლასიკური ლიტერატურა;
  • საბავშვო წიგნები;
  • ფსიქოლოგიური და სამოტივაციო წიგნები და სხვ.

ასევე, იმოქმედებს დიდი ფასდაკლებები ყველა კატეგორიაში.

უნიკალური სიახლეები, რომელიც პირველად გამოჩნდა ბაზრობაზე; ექსკლუზიური შეთავაზებები.

არ გაუშვათ ხელიდან შანსი, განაახლოთ თქვენი სახლის ბიბლიოთეკა, ან შეარჩიოთ საჩუქრები საყვარელი ადამიანებისთვის. აპრილი ხომ წიგნის ჩუქების თვეა!

R