ავტორი:

"მიუხედავად მისი მორიდებული ხასიათისა, ბევრს ხუმრობს" - რა თქვა დემბელემ "კვარაზე", "ასტონ ვილასთან" მატჩის წინ?

"მიუხედავად მისი მორიდებული ხასიათისა, ბევრს ხუმრობს" - რა თქვა დემბელემ "კვარაზე", "ასტონ ვილასთან" მატჩის წინ?

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებითი მატჩები გაიმართა. ჩვენი მთავარი ინტერესი კვლავ პსჟ -სკენ არის, რომელიც საკუთარ მოედანზე (3:1) გამარჯვების შემდეგ "ასტონ ვილას" ბირმინგემში, "ვილა პარკზე" (42 789) დაუპირისპირდება, მატჩის დღეს, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.

მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, პსჟ-ს შემტევმა უსმან დემბელემ ისაუბრა.

მისი თქმით, "ოქროს ბურთზე" უფრო ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს, იქამდე დიდი გზა აქვთ გასავლელი, სათამაშო სტილის შეცვლას არ აპირებენ და ბირმინგემში გამარჯვების მოსაპოვებლად ჩავიდნენ.

მას კითხვა დაუსვეს, თუ როგორი ურთიერთობა აქვს ხვიჩა კვარაცხელიასთან, რაზეც შემდეგი უპასუხა:

"ჩვენ ყველამ ძალიან თბილად მივიღეთ. პირადად მე მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ერთმანეთს ბევრ რჩევას ვაძლევთ, ვარჯიშებზეც ვსაუბრობთ. მიუხედავად მისი მორიდებული ხასიათისა, ბევრს ხუმრობს (იცინის). ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს".

წყარო: Sportall.ge