აზერბაიჯანში მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
ოფიციალური ინფორმაციით, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილს აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერი იაგუბ იუბოვი დახვდა.
"ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებს. დაგეგმილია მაღალი დონის პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.