ავტორი:

უხვგოლიანი პირველი ტაიმი ვილა პარკზე - პსჟ "ასტონ ვილას" ამარცხებს: როგორია "კვარას" შეფასება პირველი ტაიმის შემდეგ?

უხვგოლიანი პირველი ტაიმი ვილა პარკზე - პსჟ "ასტონ ვილას" ამარცხებს: როგორია "კვარას" შეფასება პირველი ტაიმის შემდეგ?

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში, ბირმინგემის "ასტონ ვილა" "პარი სენ-ჟერმენს" მასპინძლობს.

პარიზული კლუბის ძირითადი შემადგენლობა ასეთია: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ვიტინია, ნევეში, ფაბიანი, კვარაცხელია, ბარკოლა, დემბელე.

  • მატჩის პირველი გოლი მე-11 წუთზე აშრაფ ჰაკიმმა გაიტანა და პსჟ დაწინაურდა. 29-ე წუთზე დემბელეს გადაცემა ნუნუ მენდეშმა გოლად აქცია და ანგარიში 0-2 გახდა.

34-ე წუთზე იური ტილემანსმა პარიზელებს გოლით უპასუხა და ერთი ბურთი გაქვითა.

პირველი ტაიმის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება ანალიტიკური საიტის Flashscore-ის მიხედვით 6,9 ქულაა.

ცნობისთვის, მეოთხედფინალური მატჩის პირველი შეხვედრა, რომელიც პარიზში გაიმართა, პსჟ-ს გამარჯვებით, 3-1 დასრულდა. იმ თამაშში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.