ავტორი:

რუსებმა ოდესას და ხარკოვს დრონებით დაარტყეს, არიან დაშავებულები

რუსებმა ოდესას და ხარკოვს დრონებით დაარტყეს, არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ქალაქ ოდესაზე დრონებით კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი შენობები და საწყობები.

„დარტყმამ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანა, მათ შორის საცხოვრებელ შენობაში ხანძარი გაჩნდა. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - განაცხადა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა.

მოგვიანებით, ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები და საწყობები.

"ხანძარი რამდენიმე მისამართზე გაჩნდა - დაიწვა საცხოვრებელი კორპუსები, დაზიანდა სასაწყობო შენობები. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი", - ნათქვამია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ანგარიშში.

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში დასძინეს, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან ფსიქოლოგები მუშაობდნენ.

დილით რუსულმა მხარემ ხერსონის ცენტრალურ ნაწილს შეუტიეს. შედეგად დაიჭრა 70 წლის ქალი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წყარო