ავტორი:

უკრაინის რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 90 დღით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

უკრაინის რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 90 დღით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

უკრაინის რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 90 დღით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი 357-მა დეპუტატმა დაუჭირა.

საომარი მდგომარეობა 9 მაისიდან 6 აგვისტომდე გაგრძელდება.

საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადის გაგრძელების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა ერთმა დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ მისცა.

ახლა კანონპროექტს ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მოაწეროს.