ავტორი:

"რუსეთის არმიამ სააღდგომო ზავი დღის განმავლობაში 2 935-ჯერ დაარღვია" - რა ხდება ფრონტის ხაზზე

"რუსეთის არმიამ სააღდგომო ზავი დღის განმავლობაში 2 935-ჯერ დაარღვია" - რა ხდება ფრონტის ხაზზე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის არმიამ სააღდგომო ზავი დღის განმავლობაში 2 935-ჯერ დაარღვია.

"მთავარსარდალ სირსკის ანგარიში სააღდგომო ზავის დასრულების შემდეგ, ღამის 12:00 საათის მდგომარეობით. რუსეთის არმიის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაპირების დარღვევის საერთო რაოდენობამ დღის განმავლობაში 2 935-ს მიაღწია. ყველაზე მეტი დაბომბვა და თავდასხმები პოკროვსკის მიმართულებით მოხდა. რუსეთის მიერ სრული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაპირება კურსკის მიმართულებაზეც არ გავრცელებულა“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

  • მისი ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე რუსეთის მხრიდან თავდასხმის 96 შემთხვევა დაფიქსირდა, უკრაინის პოზიციები კი 1 882-ჯერ დაიბომბა.

"ფრონტის ხაზზე, საერთო ჯამში, რუსეთის მხრიდან თავდასხმის 96 შემთხვევა დაფიქსირდა, ჩვენს პოზიციებზე დაბომბვის 1 882 შემთხვევა მოხდა, მათ შორის 812 მძიმე შეიარაღების გამოყენებით და რუსულმა ძალებმა FPV დრონები 950-ზე მეტჯერ გამოიყენეს.

ეს დღე მოსკოვისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ ეპასუხა აღდგომის შემდეგ სრული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე, ან ცაში ცეცხლის შეწყვეტის ვადის გაგრძელების წინადადებაზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რაკეტებისა და დრონების თავდასხმებისგან თავის შეკავებით“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინა სარკისებურ ქმედებებს გააგრძელებს.

"უკრაინის ქმედებების ხასიათი სიმეტრიული დარჩება: ცეცხლის შეწყვეტას ცეცხლის შეწყვეტით ვუპასუხებთ, ხოლო რუსეთის დარტყმებს ჩვენივე თავდაცვითი პასუხით. ქმედებები ყოველთვის სიტყვებზე უფრო ხმამაღლა მეტყველებს“, - წერს ზელენსკი.