25 აპრილს, გამთენიისას ცაზე უჩვეულო სანახაობა გამოჩნდა, თუმცა ის ხილული მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში იყო.
იშვიათი, მოღიმარი ფორმის თანავარსკვლავედის დანახვა შესაძლებელი იყო დიდი ბრიტანეთიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან, ევროპიდან ან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ნებისმიერი სხვა ადგილიდან.
„სმაილიკი“ შედგება ვენერას, სატურნისა და ნახევარმთვარის ფორმისგან, რომლებიც დილის ცაზე გვერდიგვერდ არიან განლაგებული. თხელი ნახევარმთვარე ქმნის „ღიმილს“, ვენერა სახის მარჯვენა თვალია, ხოლო სატურნი - მარცხენა თვალი.
რამდენიმე ქვეყნის მკვიდრმა მათ მიერ გადაღებული ფოტოები უკვე გამოაქვეყნა. თუმცა, ნაწილის კადრები განსხვავდება “ ცის სმაილიკის“ პოპულარული ფოტოებისგან. როგორც აღმოჩნდა, სხვადასხვა ქვეყნიდან, ღიმილი სხვადასხვაგვარად ჩანს.
ვისაც აქვს მოღიმარი კოსმოსის დანახვის სურვილი, ჯერ კიდევ დარჩა დრო. მხოლოდ ერთი დღით - დილის 05:00- იდან 06:00-მდე ვენერა დილის კაშკაშა ობიექტი იქნება და შესაძლებელია კოსმოსმა გაგიღიმოთ კიდეც.
აღსანიშნავია, რომ რეკომენდებულია სათვალის ტარება.
იხილეთ ასევე: