გორში, კერძოდ, სავაჭრო ცენტრ "გალერეაში“ სროლა იყო - თავს ორ მამაკაცს დაესხნენ თავს. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე გასროლის შედეგად დაღუპულია 30 წლის მამაკაცი. მეორე კი, დაჭრილია.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, თავს- მამა-შვილს დაესხნენ, ისინი და მკვლელობაში ბრალდებული თანამშრომლები იყვნენ, წლების "გალერეაში"მაღაზიებს ფლობდნენ და ერთად ვაჭრობდნენ.
როგორც სავაჭრო ცენტრში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მოვაჭრეებს ერთმანეთთან კონფლიქტი სარეალიზაციო პროდუქციის თაობაზე მოუვიდათ.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო ცენტრ "გორმედშია“ გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ფოტო/ვიდეო: ქართლის ამბები / Qartli.ge
შსს-მ მომხდარი დაადასტურა, მისი ინფორმაციით, მკვლელი ცხელ კვალზეა დაკავებული და მის მიმართ საქმე 19-109 მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ორი ან მეტი პირის მიმართ.
AMBEBI.GE დეტალებს არკვევს, ახალ მასალას მომხდარზე უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.
ცნობილი ხდება ბრალდებულის და იმ მამა-შვილის ვინაობა, რომლებსაც გორში დაესხნენ თავს - შვილი გარდაიცვალა, მამა - კლინიკაშია წაიკითხეთ სრულად