აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 43 წლის ქალიშვილმა ივანკა ტრამპმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეები ულამაზესი კოსტა რიკის სანაპიროზე გაატარა.
მან თავის "ინსტაგრამზე" ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს რომ ის ქმართან ერთად სანაპიროზე ისვენებს.
როგორც ცნობილია, მისი უახლესი გატაცება სერფინგია. ბოლო წლებში ის ხშირად დადის ოკეანის სანაპიროებზე და ტალღებთან თამაშით ერთობა.
"სერფინგი საოცარი მოთმინებისა და სიმშვიდის საოცარი გაკვეთილია. ყოველ ტალღასთან ერთად რაღაც ახალს სწავლობ საკუთარ თავზე", - განაცხადა ტრამპმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
თავის გამომწერებს სწორედ სერფინგის დროს გადაღებულ ფოტოებს უზიარებს.
“კოსტა-რიკის ენით აღუწერელი სილამაზით გარშემორტყმული პასექისა და აღდგომის კვირის გატარება, საჩუქარი იყო. დრო შენელდა. ოქროსფერი ცის ქვეშ სერფინგის შემდეგ, ჯუნგლების ფოთლებში "ვცურავდით", გრილ ჩანჩქერებში ვხტებოდით, მზის ჩასვლამდე ვკითხულობდით, მერე კი სიჩუმესა და ღრმა ძილს ვეძლეოდით.
მაგრამ თავგადასავალზე მეტად, ეს კვირა დედამიწასთან, რწმენასთან და ერთმანეთთან ხელახლა დაკავშირებას, ბუნების რიტმში ჩაძირვას შეეხებოდა. სიჩუმეში, ჩემი შვილების სიცილში, ხეების სუნთქვაში სიწმინდის შეგრძნებას.
ჩემი გული სავსეა მადლიერებით ერთად ყოფნისა და განახლების ამ მომენტებისთვის. გისურვებთ ყველას სიმშვიდეს,“ - წერს ივანკა ტრამპი.
როგორც foxnews-ი წერს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქალიშვილმა ის პროექტებიც გაამხილა, რომლებზეც ის ჯადოსნური მოგზაურობის დასრულების შემდეგ იმუშავებს.
“მშვიდობისა და სიჩუმის ფონზე, ასევე გამოვნახე დრო, რომ დავფიქრებულიყავი და დამეგეგმა რამდენიმე მომავალი პროექტი, რომელთა გაზიარებაც ძალიან მიხარია! ახლა მაიამიში ვარ, სავსე გულით და მზად ვარ დავიწყო,“ - ციტირებს გამოცემა ივანკას სიტყვებს.
პოლიტიკური კარიერის პარალელურად, ივანკა უკვე წლებია გატაცებულია სპორტის სხვადასხვა სახეობით. ცნობილი ამერიკელი ბიზნესვუმენი დიდ ყურადღებას უთმობს ჯანსაღ და აქტიურ ცხოვრებას. სპორტი მის ყოველდღიურობაში მნიშვნელოვანი ადგილი იკავებს.
ივანკა ბოლო დროს სერიოზულად დაინტერესდა საბრძოლო ხელოვნებით - ბრაზილიური ჯიუ ჯიცუთი. ის სწავლობს თავდაცვის ტაქტიკებს, ძლიერებას და კონცენტრაციას, რასაც მისი თქმით უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ განვითარებაში:
"საბრძოლო ხელოვნება წვრთნის არა მხოლოდ სხეულს, არამედ გონებასაც - ის გასწავლის სიმშვიდეს მაშინაც კი, როცა წნეხის ქვეშ ხარ,“ - ამბობს ტრამპი.
გარდა ამისა, ცნობილია რომ ის უკვე წლებია, რაც იოგასა და მედიტაციას მისდევს. მისი თქმით "იოგა ერთდროულად ფიზიკური და სულიერი ძალის წყაროა. ის მეხმარება დავიბალანსო და გავაუმჯობესო კონცენტრაცია".
როგორც მედია წერს ივანკა ტრამპის სილამაზის საიდუმლო პილატესით მისი გატაცებაა. ის დიდ დროს უთმობს ვარჯიშს მაშინაც კი, როდესაც დასასვენებლად იმყოფება.
იხილეთ ასევე: