მნიშვნელობა არ აქვს, საკუთარი თავისთვის ვიძენთ ნივთს თუ საჩუქრად, მნიშვნელოვანია, არჩევანით კმაყოფილები ვიყოთ. საჩუქარმა ადრესატს ბევრი დადებითი მოგონება უნდა შეუქმნას, ავტომატურად გაახსენოს ჩვენი თავი.
თუ ელექტრო სკუტერის შეძენას გეგმავთ, მნიშვნელოვანია, სწორად შეარჩიოთ ბრენდი, რათა თქვენი მოლოდინები გაამართლოს. მსოფლიოში ელექტრო სკუტერების მწარმოებელ ნომერ პირველ ბრენდად მიიჩნევა Segway Ninebot, რომელმაც ეს წოდება მხოლოდ ხარისხიანი ელექტრო სკუტერებისა და მიმზიდველი ვიზუალის გამო კი არა, გაყიდვის შემდგომი სერვისის გამოც მიიღო.
Segway Ninebot სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც დიდ ყურადღებას უთმობს გაყიდვის შემდეგ მომხმარებლის გამოცდილებას. საკუთარი პარტნიორისთვის ბრენდი აუცილებელ პირობად წარადგენს პროფესიონალი ხელოსნებისა და ტექნიკოსების გუნდის ყოლას, ცვეთადი თუ სხვადასხვა საჭირო ნაწილის ადგილზე არსებობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ელექტრო სკუტერის შეძენისას, რათა მოწყობილობამ ხანგრძლივად გვასიამოვნოს ჩვენ ან ადამიანი, რომელსაც საჩუქარს ვუკეთებთ.
სასიამოვნოა, როდესაც არც საწვავზე ფიქრობ, არც პარკინგის საკითხი გაწუხებს, მარტივად და სწრაფად გადაადგილდები. ელექტრო სკუტერის უპირატესობებს განსაკუთრებით მაშინ შეიგრძნობ, როდესაც თბილი დღეები იწყება. ის არის მოსახერხებელი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ელექტროენერგიაზე მუშაობს, იდეალურია ქალაქში გადაადგილებისთვის და მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც მოკლე დისტანციებზე, ასევე უფრო გრძელი მანძილის გასავლელად.
საქართველოში ხელმისაწვდომია Segway-ის სხვადასხვა მოდელი, ფასის რამდენიმე კატეგორიაში. ზოგიერთ მათგანზე ამ სტატიაშიც ვისაუბრებთ:
Segway Ninebot-ის ახალი F2 II მოდელი მისი კონკურენტებისგან გამორჩეულია. მთავარი, შეძენის შემდგომი გამოცდილების, პუნქტი უკვე განვიხილეთ, ახლა კი ტექნიკურ მახასიათებლებზეც ვისაუბროთ :
Segway ninebot -ის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ავტორიზირებულ პარტნიორ მაღაზიებში: "შაომი საქართველო", "მისთორი", "ელექტრო სკუტერები საქართველოში", “ზუმერი” და “ელიტი”, ხოლო ოფიციალური სერვის ცენტრის მისამართი არის: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 3, სადაც შეგეძლებათ მიიღოთ როგორც საგარანტიო ასევე ფასიანი მომსახურებაც.
R