ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში მომხმარებლების მხრიდან აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია აქსესუარების ქართული ბრენდის „თამიროს“ შესახებ. მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ კომპანია პროდუქციას უცხოური საიტებიდან იწერს, შემდეგ კი საკუთარი ბრენდის ქვეშ ყიდის.
"მე არ მივცემ არავის იმის უფლებას, რომ მე და ჩემი გამომწერები მოგვატყუოს. როცა კომპანიას აქვს პრეტენზია, რომ აქვს ქართული ნაწარმი, Pinduoduo-ზე და Temu-ზე არ უნდა იყიდებოდეს როგორც უცხოური პროდუქცია“, - ამბობს ერთ-ერთი ინფლუენსერი ვიდეოში.
"ბიზნესპრესნიუსთან" საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (momxmarebeli.ge) პროგრამის კოორდინატორი, ვახტანგ კობალაძე აცხადებს, რომ ნებისმიერი პროდუქციის შესახებ მომხმარებლებს დეტალური ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ.
თუმცა, კომპანიის საიტზე პროდუქციის უდიდეს ნაწილს არ აქვს მითითებული ინფორმაცია, როგორიცაა, მაგალითად: მწარმოებელი, მახასიათებლები, მასალა და სხვა...წაიკითხეთ სრულად