ავტორი:

პუტინმა მედიისთვის კრემლის "საიდუმლო" ბინა გააღო - "მოოქრული" კედლები, ბრჭყვიალა ჭაღები, ბუხრის პირას საუბარი სი ძინპინთან და საყვარელი როიალი (ფოტო/ვიდეო)

პუტინმა მედიისთვის კრემლის "საიდუმლო" ბინა გააღო - "მოოქრული" კედლები, ბრჭყვიალა ჭაღები, ბუხრის პირას საუბარი სი ძინპინთან და საყვარელი როიალი (ფოტო/ვიდეო)

წლების განმავლობაში ბევრს აინტერესებდა, როგორია ცხოვრება კრემლის რეზიდენციაში, სადაც, ვლადიმერ პუტინის ძირითადი რეზიდენციაა განთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით, კრემლში მდებარე პუტინის ბინაში შესვლა მხოლოდ მისი უახლოესი წრის წევრებისთვისაა შესაძლებელი.

თუმცა, რამდენიმე წლის წინ რუსეთის პირველმა პირმა ერთ-ერთ რუს ჟურნალისტს მისი პირადი სივრცის კარი გაუღო და აჩვენა “საიდუმლო“ ოთახები, სადაც ის ყველაზე დიდი დროს ატარებს.

უპრეცედენტო ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ესაუბრება რუსეთის ლიდერი ადგილობრივ ჟურნალისტს კრემლის დარბაზში, შემდეგ კი აღებს კარს და ამბობს: „დიახ, ეს იგივე ჩემი ბინაა. როგორც ხედავთ, შორს არ არის“. შემდეგ კი რეპორტიორ ზარუბინს შიგნით იწვევს.

წყვილი დიდ დარბაზში შედის, რომელიც მოოქრული კედლებით, ოქროს ჩარჩოებში ჩასმული დიდი სარკეებით, დიდი ჭაღებითა და ეგზოტიკური მცენარეებით არის მორთული.

მაგიდაზე თვალსაჩინოდ დგას რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III-ის დიდი პორტრეტი, ოთახის ცენტრში კი რამდენიმე ღია ფერის დივანია.

  • ფანჯარასთან დგას ასევე თეთრი როიალი, რომელზეც პუტინის თქმით, იშვიათად ეძლევა დაკვრის შანსი.

სხვა ვიდეოებში პუტინი ჟურნალისტს აჩვენებს ხის ბიბლიოთეკას, ორი საძინებელი და პატარა „სახლის ეკლესიას“.

2023 წლის მარტის ინტერვიუში, პუტინმა განაცხადა, რომ სწორედ ამ ბინაში გაიმართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარესთან, სი ძინპინთან, მოლაპარაკებების არაფორმალური ნაწილი.

“სამუშაო სადილი გვქონდა და შემდეგ, როგორც მეგობარმა, სხვა ოთახში გადასვლა შევთავაზე. მე აქ [კრემლში] მაქვს ბინა, სადაც ბოლო დროს დიდ დროს ვატარებ, აქ ვმუშაობ და ხშირად ვათენებ ღამესაც. ამიტომ იქ გავედით, ბუხართან ვისხედით და ჩაის ვსვამდით, მშვიდად, აუჩქარებლად ვსაუბრობდით ყველაფერზე“, - თქვა მაშინ პუტინმა.

  • გარდა ამისა, რამდენიმე წლის წინ, გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის მიერ შექმნილმა “ანტიკორუფციულმა ფონდმა“ (FBK) გამოაქვეყნა საგამოძიებო ვიდეო, სადაც საზოგადოებას აჩვენეს შავი ზღვის სანაპიროზე გადაშლილი თვალწარმტაცი გელენჯიკის ციხესიმაგრე.

თუმცა, მაშინ კრემლმა განაცხადა, რომ ქონება ვლადიმერ პუტინის ბავშვობის მეგობარს, 72 წლის არკადი როტენბურგს ეკუთვნოდა.

მედიაში ასევე გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ სასახლის შიდა ოთახებიდან ერთ-ერთი მოწყობილია სტრიპტიზისთვის. თუმცა, ამავდროულად ბევრი ამტკიცებს, რომ ფოტო გაყალბებულია.

ერთ-ერთ გავრცელებულ ფოტოში ჩანს ხის ოთახი სალოცავებითა და პუტინისთვის განკუთვნილი ხის საკურთხევლით.

ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია წმინდანად აღიარებული პრინცი ვლადიმერ დიდი და მისი ისტორიული გმირი, რომელსაც ათას წელზე მეტი ხნის წინ უკრაინისა და რუსეთის გაერთიანება მიეწერება.

წყარო

იხილეთ ასევე: