ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
შემთხვევის შედეგად, დისტრიბუციის მანქანის მძღოლი, 22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო მანქანაში მყოფი მისი 10 წლის ძმა დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება და მას ახლა შესაბამისი კვლევები უტარდება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.