ავტორი:

გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე დააპატიმრეს - იგი უგანდელ ქალს მონად ამუშავებდა

გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე დააპატიმრეს - იგი უგანდელ ქალს მონად ამუშავებდა

გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეს ექვსი წლითა და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - გავრცელებული ინფორმაციით, იგი ახალგაზრდა უგანდელ ქალს დამლაგებლად და ძიძად ანაზღაურების გარეშე ამუშავებდა.

  • ლიდია მუგამბე მსხვერპლს ატყუებდა, რომ იგი ჯონ მუგერვას, უგანდის ყოფილი უმაღლესი კომისრის მოადგილის რეზიდენციაში კერძო მოხელედ იმუშავებდა.

წერილობით განცხადებაში, დაზარალებული აღნიშნავს, რომ უგანდაში მუგამბეს გავლენიანი პოზიციის გამო „თითქმის მუდმივ შიშში“ ცხოვრობდა.

მუგამბემ უარყო ახალგაზრდა უგანდელი ქალის ბრალდება და განაცხადა, რომ ის „ყოველთვის“ სიყვარულით, მზრუნველობითა და მოთმინებით ეპყრობოდა მას.

„თანამედროვე მონობა ნაკლებად გაშუქებული დანაშაულია და იმედი მაქვს, რომ ეს შემთხვევა მონობის სხვა მსხვერპლებსაც შთააგონებს“, - თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ ლიდია უგანდე დანაშაულის გამოვლენის პერიოდში ოქსფორდის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. უნივერსიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაწესებულება „შეძრწუნებულია“ სტუდენტის დანაშაულებით.

წყარო