ავტორი:

მოსალოდნელია წვიმა, წყალმოვარდნები - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს: როდის გამოიდარებს?

მოსალოდნელია წვიმა, წყალმოვარდნები - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს: როდის გამოიდარებს?

3 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში, ხოლო 4 მაისიდან 5 მაისის დილამდე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)" - ნათქვამია ინფორმაციაში.