თბილისში, დადიანი ქუჩაზე 3-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის იატაკი ჩაინგრა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან 2 პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას.
ფოტო/ვიდეო: ვანო გორგიშვილი
იხილეთ ასევე: