დაღესტანში შეიარაღებული პირები პოლიციელებს თავს დაესხნენ, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ამასთან, დაღესტნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი სამოქალაქო პირი.
"ასევე, ორი მძიმედ დაჭრილი თავდამსხმელი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - ნათქვამია დაღესტნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
დაღესტნის მეთაურის, სერგეი მელიკოვის განცხადებით, პოლიციელები ავტომობილის გაჩერებას ცდილობდნენ, როდესაც მათ მძღოლმა ცეცხლი გაუხსნა.