ღაზაში ახალი სამხედრო ოპერაცია ინტენსიური იქნება , - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
"მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოსახლეობის გადაადგილება მოხდება“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ახალი სამხედრო ოპერაციის მიზანი "ჰამასის“ დამარცხებაა.
ცნობისთვის, Associated Press-ის ინფორმაციით, დღეს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა გეგმა დაამტკიცა, რომელიც ღაზის სექტორის მთელი ტერიტორიის დაპყრობასა და იქ განუსაზღვრელი ვადით დარჩენას ითვალისწინებს.