ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მდიდრული ბოინგი ემსახურება, რომლის ღირებულებაც 400 მილიონი დოლარია.
თვითმფრინავის ინტერიერზე ცნობილმა ფრანგულმა ფირმამ - Alberto Pinto Cabinet-მა იმუშავა: კედლები ოქროსფერია, ხოლო ავეჯი "ტრამპ თაუერის" მდიდრულ სახლს მოგვაგონებს.
აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავი ერთ დროს კატარის მთავრობას ეკუთვნოდა. ტრამპმა პირველი ვადის განმავლობაში 3,9 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა თვითმფრინავების შესაცვლელად, რომლებიც სამხედროებისთვის ცნობილია როგორც "Air Force One“.
ფლოტი ჯორჯ ბუშ უფროსის ადმინისტრაციის დროიდან არსებობს და ინტენსიურ მოვლას საჭიროებს.